პირველკლასელთა საზეიმო მიღება დაბა ურეკის საჯარო სკოლაში
02-10-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

მონატრებული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

უდიდესი სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, მათ დამრიგებელი ეთერ ბერიძე შეეგება და ცოდნისკენ მიმავალი გზა დაულოცა. პატარა მოსწავლეებს კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ.
 
„გილოცავთ სკოლაში მობრძანებას, წარმატებები, ჩემო პატარებო, უღრუბლო ცა და ზღვა სიხარული“,- წერს დამრიგებელი
ეთერ ბერიძე. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203