სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს
ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს.
ეს მნიშვნელოვანი დღე სასკოლო საზოგადოებას დირექტორმა, ნინო ღლონტმა მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
დიდი სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, რომლებსაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ. სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.
იხილეთ ფოტოები: