მელეს საჯარო სკოლაში სპორტული შეჯიბრებები გაიმართა 
02-10-2023

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და სპორტულ პროექტებში აქტიურადა არიან ჩართულნი.

ამჯერად, სკოლაში ევროპის სპორტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში სკოლაში ამხანაგური სპორტული შეჯიბრი ფრენბურთსა და ბადმინტონში გაიმართა.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ. მათ სპორტული უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სპორტის კვირეული არის, ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროსაბჭოს ოთხი ქვეყნის ჩართულობით ორგანიზებული, მასობრივი სპორტული ღონისძიებების კვირეული. ევროპის სპორტის კვირეულის მონაწილეთა 90%, როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე საქართველოში არიან სკოლები, მოსწავლეები და პედაგოგები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203