მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N1 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
დიდი სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ. მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.
„ყველა გზა სკოლამდე მიდის. ცოდნის დღე ახალი სასწავლო წლის დასაწყისია, ამიტომ გულწრფელად ვულოცავ სრულიად საქართველოს და კერძოდ, ჩვენი სკოლის აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დაე, ეს სასწავლო წელი იყოს ინფორმაციული, ნაყოფიერი და წარმატებული“,- ამბობენ სკოლაში.