ახალციხის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლის პროცესიონალ პედაგოგთა გუნდი არამხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათი ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზეც ზრუნავს. ამ მიმართულებით კი, არაერთი აქტივობა ხორციელდება.
სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულში ჩაერთო, რასთან დაკავშირებითაც, სპორტის გაკვეთილებზე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრები გაიმართა, მოეწყო სპორტულ-გასართობი აქტივობა „მხიარული სტარტები“.
მოსწავლეებმა შესძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილეს.
იხილეთ ვიდეო ბმულზე:ბმული