ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლა დევიზით - „ვისწავლოთ გამარჯვება“, სასკოლო სპორტის კვირეულში ჩაერთო.
მის ფარგელბში, სხვადახვა აქტივობა 23 სექტემბრიდან, 29 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. შეჯიბრები მინი ფეხბურთში - ვაჟებს შორის, ფრენბურთში - ვაჟებსა და გოგონებს შორის და „მხიარულ სტარტები“ ჩატარდა.
მათ მიმდინარეობაში მოსწავლეები სპორტის პედაგოგების - ბაგრატ ბერიძისა და მალვინა მჟავანაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათი ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე სკოლაში მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: