გორის N3 სკოლასა და გერმანულ სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
02-10-2023

გორის N3 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას სთავაზობს.

სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი ახალგაზდების წარმატებულ მომავალზე ზრუნავს და ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ თანამედროვე სამყაროში კონკურენტუნარიანები იყვნენ.

სწორედ ამ მიზნით, გორის N3 საჯარო სკოლასა და  გერმანიის ქალაქ რადოლფცელის „მაითნაუს“ სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმი სამომავლოდ ითვალისწინებს, სკოლაში გერმანული ენის მეორე გაძლიერებული ენის სტატუსით სწავლებას, „შპრახ“ პროგრამის დანერგვას და „დეეზდე“ დიპლომის გაცემას, გერმანიაში უფასო სწავლების პერსპექტივით.

გორის N3 საჯარო სკოლაში კი აღნიშნული სკოლის 20 უფროსკლასელ მოსწავლესა და წარმომადგენლებს უმასპინძლეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203