შუაფარცხმის საჯარო სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს შეუერთდა
02-10-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლაში ევროპის სპორტის კვირეული დევიზით - „ვისწავლოთ გამარჯვება“ დაიწყო.

კვირეულის პირველს დღეს, სკოლაში, მძლეოსნობასა და სპორტულ-გასართობ ღონისძიებაში - „მხიარული სტარტები“ შეჯიბრი გაიმართა.

აღნიშნულ სპორტულ შეჯიბრებებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

„ყველა, ჯანსაღი ცხოვრების განვითარებისთვის!!! თითოეული ჩვენგანისათვის ცხოვრების დევიზი - „ჯანსაღი გარემო, ჯანსაღი აზროვნება და ჯანსაღი განვითარებაა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ევროპის სპორტის კვირეული არის, ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროსაბჭოს ოთხი ქვეყნის ჩართულობით ორგანიზებული, მასობრივი სპორტული ღონისძიებების კვირეული. ევროპის სპორტის კვირეულის მონაწილეთა 90%, როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე საქართველოში არიან სკოლები, მოსწავლეები და პედაგოგები.

სასკოლო სპორტის კვირეული - საქართველოს მიერ ევროკავშირის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა სასკოლო სპორტის კვირეული 25 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით გაიმათა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203