ბოგვის საჯარო სკოლამ „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა
02-10-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლა ახალი, საინტერესო და მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული წამოწყებების ერთგული გულშემატკივარია.

ამჯერად სკოლამ „ეტალონის“ განახლებული ფორმატის კონკურსს უმასპინძლა. 


კონკურსში ადგილობრივი სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს საზრიანობასა და ერუდიციაში შეეჯიბრნენ. თითოეული მათგანი კონკურსზე 5 მოსწავლიანი გუნდით იყო წარმოდგენილი. 

ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. მონაწილე გუნდებს ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობდნენ. ჩემპიონატს ესწრებოდნენ თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელი - ზურა აზარიაშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - ვაჟა სულხანიშვილი. 

გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები; I ადგილი - სამღერეთის საჯარო სკოლამ, II ადგილი -კოდის საჯარო სკოლამ, III ადგილი - ასურეთის საჯარო სკოლამ დაიკავა. ღონისძიების დასასრულს, პროექტში მონაწილე გუნდები სახელობითი სიგელით, ხოლო გამარჯვებულები - დიპლომებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203