ქვილიშორის საჯარო სკოლის მოსწავლეები ევროპის სპორტის კვირეულს ხალისით შეუერთდნენ
02-10-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლის მოსწავლეები ევროპის სკოლის სპორტის კვირეულში დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები კვირეულს სპორტულ-გასართობი ღონისძიებით - „მხიარული სტარტებით“ შეუერთდნენ.

ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესით, ხალისით მონაწილეობდნენ და სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

სკოლას აღნიშნულ კვირეულში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა.

ევროპის სპორტის კვირეული არის ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროსაბჭოს ოთხი ქვეყნის ჩართულობით ორგანიზებული, მასობრივი სპორტული ღონისძიების კვირეული.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203