ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში აქტიურად ჩაერთნენ
02-10-2023
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეების სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

მოსწავლეები კი ამ მიმართულებით გამართულ ღონისძიებებში ხშირად ერთვებიან. ამჯერად, ისინი სპორტულ-გასართობ აქტივობაში „მხიარული სტარტები“ მონაწილეობდნენ. მოსწავლეები სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ხალისით ჩაერთნენ და პირველივე დღეს, X კლასის მოსწავლე ნინო კობეშავიძემ სკოლას სპორტულ გარბენში პირველი ადგილი მოუტანა.

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ. 

„ვამაყობთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებით, წინ კიდევ მრავალი გამარჯვება გველის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203