ბუკისციხის საჯარო სკოლა ევროპის სპორტის კვირეულში აქტიურად ჩაერთო
02-10-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებებსა და აქტივობებში მონდომებით მონაწილეობენ.

ისინი ასევე აქტიურად ჩაერთნენ ევროპის სპორტის კვირეულში, რომელიც სპორტულ-გასართობი ღონისძიებით - „მხიარული სტარტებით“ დაასრულეს.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

„მოსწავლეებისა და მასწავლებლების თავდადებული შრომის შედეგად დღე ძალიან მხიარული, ნაყოფიერი და სახალისო გამოვიდა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ევროპის სპორტის კვირეული არის, ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროსაბჭოს ოთხი ქვეყნის ჩართულობით ორგანიზებული, მასობრივი სპორტული ღონისძიებების კვირეული. ევროპის სპორტის კვირეულის მონაწილეთა 90%, როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე საქართველოში არიან სკოლები, მოსწავლეები და პედაგოგები.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203