ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო სპორტულ კვირეულს მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდნენ
02-10-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლა სასკოლო სპორტულ კვირეულში აქტიურად ჩაერთო.

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში, არაერთი სპორტული ღონისძიება გაიმართა. ჩატარდა მინი ფეხბურთი, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები, გამოვლინდა გამარჯვებული, რომელსაც სიმბოლურად გარდამავალი თასი გადაეცა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ძალები ასევე,  3X3 კალათბურთში მოსინჯეს. ფრენბურთში შეჯიბრება მე-9 და მე-10 კლასელ მოსწავლეებს შორის გაიმართა.

შეჯიბრება ჩატარდა ასევე მაგიდის ჩოგბურთში, დაწყებით საფეხურზე კი „მხიარული სტარტები“ მოეწყო. სახალისო სპორტულ აქტივობებს კი, მასწავლებლები: მარიკა კეჩხუაშვილი და რომან კაკაურიძე ხელმძღვანელობდნენ

შეგახსენებთ, რომ სასკოლო სპორტის კვირეული მოიცავს ღონისძიებებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში, როგორც სკოლებს შორის მუნიციპალიტეტებში, ისე თვითონ სკოლებში შიდასასკოლო თამაშების სახით.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203