
ქუთაისის N15 საჯარო სკოლის სამი მოსწავლე - ნინი გოგუა, ანი კილაძე და და თეკლა თედეშვილი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
მოსწავლეებს, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
„ვუსურვებთ მათ წინსვლას და წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: