ქუთაისის N16 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
02-10-2023

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები - ბარბარე გიგაშვილი, ნია ბენდელიანი, ანანო ხურციძე და შალვა ლიკლიკაძე საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის კომპიუტერები გადაეცათ. 

მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ შემდგომ წარმატებას უსურვებენ. განსაკუთრებით საამაყოა პედაგოგ ლალი მილორავასთვის სადამრიგებლო ჯგუფის წარმატება.

„უფალმა გვიმრავლოს წარჩინებული და სასახელო მოსწავლეები!“,-  აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203