ბაისუბნის საჯარო სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა
02-10-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე ზრუნავენ. 

ამჯერად, სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს შეუერთდა. აქტივობებს სპორტის მასწავლებლები უძღვებოდნენ. ღონისძიება ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპში დაწყებითი, ხოლო მეორეზე ეტაპში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მათ შორის, გეზრბენში, ფრენბურთში, მინი ფეხბურთში გაიმართა. გარდა ამისა, მოეწყო სპორტულ-გასართობი აქტივობა - „მხიარული სტარტები“. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203