„წარმატებები მხატვრული სიტყვის ნორჩ ოსტატებს“- ხონის N2 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები ლიტერატურულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
02-10-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლას ნიჭიერი, შრომისმოყვარე და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა აქტივობაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, ქუთაისში, ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლის მიმდებარედ, ქართველი პოეტის - ნანა მეფარიშვილის ლექსის წარდგენა გაიმართა. საზეიმო ცერემონიაში ხონის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები - ლუკა ჩიხლაძე, გიორგი ჩარგეიშვილი, ცოტნე ჯურხაძე, სანდრო ქარქაშაძე და ლუკა ჯანელიძე მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. მოსწავლეებს, შთამბეჭდავი პრეზენტაციისთვის, მადლობა თავად პოეტმაც გადაუხადა.

როგორც სკოლაში ამბობენ, პროექტის ავტორმა, შალვა კამლაძემ ნორჩი დეკლამატორები, მასწავლებელ ნანა ლეჟავასთან ერთად, ტარიელ ხარხელაურის ლექსის წარდგინებაზე მიიწვია.

„წარმატებები მხატვრული სიტყვის ნორჩ ოსტატებს“,- ამბობენ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203