ცაგერის, ღვირიშის, აღვის, ლასურიაშის, ლაცორიის, ქვედა ცაგერის და ორბელის საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
02-10-2023
ცაგერის, ღვირიშის, აღვის, ლასურიაშის, ლაცორიის, ქვედა ცაგერის და ორბელის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ აღნიშნული სკოლების მოსწავლეები პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“, ფარგლებში, დაჯილდოვდნენ. მათ ლეპტოპები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცათ.
12 წარჩინებული მოსწავლის დაჯილდოება ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაიმართა. მათ კომპიუტერები ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე -ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერის მოადგილე - რევაზ ახვლედიანმა, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელთან- ირაკლი სილაგაძესთან ერთად, გადასცეს.
სკოლებში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს