მოსწავლეებისთვის ამღერებული და აცეკვებული მასწავლებლები - სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისი ხონის N2 საჯარო სკოლაში
02-10-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

მასწავლებლებმა მოსწავლეებისთვის საინტერესო ნომერები მოამზადეს, მათთვის იცეკვეს და იმღერეს. პედაგოგებს სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მაისურები ეცვათ. მათ საყვარელ მოსწავლეებს მართლაც გამორჩეული დახვედრა მოუწყვეს. 

აღსანიშანავია, რომ თავის მხრივ, საზეიმოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. ღონისძიებაზე მიწყვეული იყვნენ ანიმატორებიც.

დიდი სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ.

„მოსწავლეებისთვის ამღერებული და აცეკვებული მასწავლებლები! პედაგოგების შესრულებული ორიგინალური და ულამაზესი სიმღერითა და ცეკვით, საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნილი მაისურებით დაიწყო 15 სექტემბრის საზეიმო დილა ხონის N2 საჯარო სკოლაში“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203