ბარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
02-10-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლაში, ემოციებით დატვირთული ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა, საქართველოს უახლესი ისტორიის მძიმე ჟამი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. 

მოსწავლეებმა, აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის - შუქრი მარგიანის ხსოვნას პატივი მიაგეს, მის შესახებ ინფორმაციები შეაგროვეს, ერთმანეთს გაუზიარეს და მას, სამაგალითო მამულისშვილობისთვის, მადლობა გადაუხადეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა წაიკითხეს აფხაზ ბავშვებთან გასაგზავნი წერილები, რამაც კიდევ უფრო ემოციური გახადა დღე. 

„ინეზა ცრემლებით გვიყვება ომის დაწყების საშინელებას - მძიმეა დღევანდელი დღე!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203