მშვიდობაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ციფრული ტექნოლოგიის მიმართულებით, საინტერესო ტრენინგებს დაესწრნენ
02-10-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეების განვითარებასა და მოტივირებაზე ზრუნავენ, ამ მიზნით კი სხვადასხვა ღონისძიებაში რთავენ. ამჯერად, მოსწავლეები, ციფრული ტექნოლოგიის მიმართულებით, საინტერესო ტრენინგებს დაესწრნენ. 

ისინი მის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ, ცოდნა გაიღრმავეს, ინფორმაცია მოისმინეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. მოსწავლეები შესაბამისი სერტიფიკატებითაც დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203