წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში არამხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ სპროტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზეც აქტიურად ზრუნავენ. ამ მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებში კი სასკოლო საზოგადოება ხშირად ერთვება. ამჯერად, სკოლაში აქტივობები ევროპის სპორტის კვირეულს მიეძღვნა. მის ფარგლებში, არაერთი სპორტული ღონისძიება გაიმართა, მათ შორის გეზრბენი და მაგიდის ჩოგბურთი
.
მოსწავლეები მათ მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ერთვებიან. ისინი ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ.
„სკოლა უკვე დიდი ხანია, რაც ჩართულია სხვადასხვა სპორტულ ოლიმპიადებსა თუ ტურნირებში, სადაც საკმაოდ დიდი წარმატებით ასპარეზობს. ამ ეტაპზე სკოლა ჩართულია ევროპის სპორტის კვირეულში“,- აღნიშნავენ სკოლაში.