საბეჭისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებისთვის წიგნებით დასაჩუქრდნენ
02-10-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლას ნიჭიერი, შრომისმოყვარე და განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა აქტივობაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეებმა ინგლისური ენის ოლიმპიადასა და მათემატიკურ ოლიმპიადა „მიქსიკეში“ წარმატების მიაღწიეს, რისთვისაც მათ პროექტმა - „ასწავლე საქართველოსათვის“ საჩუქრად კლასგარეშე საკითხავი წიგნები გადასცა. 

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და პროექტს მადლობას უხდიან.

„სკოლის ადმინისტრაცია და მოსწავლეები მადლობას ვუხდით პროექტს „ასწავლე საქართველოსათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203