„აფხაზეთი ჩვენი ტკივილია!“- მენჯის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს
02-10-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლაში 1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. 

მენჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბისა და თვითმმართველობის წევრებმა სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, დაამზადეს კედლის გაზეთი, ბუკლეტები, წარმოადგინეს თემასთან დაკავშირებული ნახატები.

მოსწავლეებმა, ასევე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, საქართველოს უახლესი ისტორიის ამ ტრაგიკულ მოვლენაზე ისაუბრეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ აფხაზეთი საქართველოა. 

30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203