ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლა სასკოლო სპორტულ კვირეულს აქტიურად შეუერთდა 
02-10-2023

ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლა სასკოლო სპორტულ კვირეულში აქტიურად ჩაერთო. 

27 სექტემბერს, ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლამ და ტირძნისის საჯარო სკოლასთან ერთად, სპორტული კვირეულის ფარგლებში, მინი ფეხბურთის შეჯიბრი გამართა. 

შეჯიბრში IX- X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

თამაშის მსაჯი გახლდათ ტირძნისის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაზა ნიკოლიშვილი. 

ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის გუნდს, სპორტის პედაგოგი ემზარ მამისაშვილი ხელმძღვანელობდა.

 შეხვედრა დასრულდა ტირძნისის სკოლის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით -  4-2. 

აღსანიშნავია, რომ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203