იანეულის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
29-09-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში ევროპის სპორტის კვირეული დევიზით - „ვისწავლოთ გამარჯვება“, გრძელდება.

კვირეულის მეხუთე დღეს სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ გაიმართა. როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებისა და მასწავლებლების თავდადებული შრომის შედეგად, დღე ძალიან მხიარული, ნაყოფიერი და სახალისო გამოვიდა. აქტივობებში მოსწავლეები მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

„ეს კვირეული დასაწყისია სასკოლო სპორტული ოლიმპიადის, რომელიც სტარტს 1-ელ ოქტომბერს აიღებს და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, სადაც იანეულის სკოლა ასევე „მხიარული სტარტებით“ იქნება წარმოდგენილი. ვუსურვებთ ყველა მოსწავლესა და მათ პედაგოგს წარმატებას შემდგომ ეტაპზე. ვისწავლოთ გამარჯვება“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203