ხონის N2 საჯარო სკოლაში, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, საინტერესო და სახალისო აქტივობები ჩატარდა
29-09-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში,  მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ისინი პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 23 - 29 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით აღინიშნა, მთელი კვირის განმავლობაში აქტივობები 3X3 კალათბურთში, ფრენბურთსა და „მხიარულ სტარტებში“ ჩატარდა.

მოსწავლეები სპორტულ შეჯიბრებებში დიდი ინტერესით, ხალისითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203