ეკის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს
29-09-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ჟრიამულით დაიწყო. 

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. აღსანიშნავია, რომ საზეიმოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში უდიდესი სიყვარულით მიიღეს პირველკლასელები, რომელთაც კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ. აღიმართა საქართველოს დროშა და სახელმწიფო ჰიმნიც გააჟღერეს.

„სკოლა, რომელიც სულმოუთმენლად გელოდათ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203