„აფხაზეთი საქართველოს ტკივილია“- ეკის საჯარო სკოლაში საინტერესო ინტეგრირებული პროექტი განხორციელდა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში შემეცნებითი, ინტეგრირებული პროექტი- „აფხაზეთი საქართველოს ტკივილია“ გაიმართა, რომელიც სოხუმის დაცემის ოცდამეათე წლისთავს მიეძღვნა.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა თემაზე - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ შექმნილი ნახატები და ჩანახატები წარადგინეს. გარდა ამისა, საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა აფხაზეთის ტრაგედიაზე და იმ დიდ ტკივილზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველო 30 წელია ატარებს, ასევე საქართველოს ეროვნულ გმირებსა და ქვეყნის წინაშე მათ ღვაწლზე ისაუბრეს. გაიხსენეს ჟიული შარტავა, გენო ადამია, გურამ გაბისკირია და სხვები.
პროექტს ისტორიის მასწავლებელი - მერაბ აფხაზავა და მათემატიკის მასწავლებლი - ხათუნა ფირცხალავა ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: