
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის STEM კლუბის - „ევრიკა“ წევრები აქტიურად ქმნიან სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობებს და მონდომებით ერთვებიან სხვადასხვა პროექტში. ისინი ასევე ცოდნის გასაღრმავებლად საინტერესო ადგილებსა და ადამიანებს სტუმრობენ.
ამჯერად, კლუბის წევრები, რომლის ხელმძღვანელები არიან: კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი თამარ ჩხენკელი, ფიზიკის მასწავლებელი ციალა ჩარგეიშვილი, ქიმიის მასწავლებელი თამარ მეშველიანი და მათემატიკის მასწავლებელი თამარ ვაჭარაძე, სტუმრად საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორ დავით სონღულაშვილის ლაბორატორიაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
მასწავლებლებსა და ბავშვებზე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროფესორმა, დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. ის სტუმრებს გულთილად დაგხვდა, რის გამოც მადლობას უხდიან.
მოსწავლეები აღნიშნულ დღეს საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ, ცოდნა აიმაღლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: