ხონის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
29-09-2023

ხონის N4 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს.

მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად, სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ხონში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. 

მოსწავლეები ამ დღის შესახებ საინტერესო, მნიშვნელოვან ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები გმირთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისსა და ამ დღისადმი მიძღვნილ სკოლის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრნენ.

სასკოლო საზოგადოება ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციის „ჩვენი აფხაზეთის“ ორგანიზატორს თამარ ბოჭორიშვილს და ქორეოგრაფებს ნარგიზა აბსავას და აკაკი ფუტკარაძეს მადლობას უხდის.

„27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე- ერთ-ერთი დრამატულ თარიღია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.  „თუ აფხაზეთი დავივიწყეთ, ესე იგი დავმარცხდით” და ჩვენც ვცდილობთ წამით არ დავავიწყოთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203