ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებული მომღერალ-მგალობელთა ანსამბლი „ამაღლება“ ქართული ხალხური სიმღერის ფესტივალში მონაწილეობდა
29-09-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ადგილობრივების შემოქმედებით განვითარებასა და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე აქტიურად ზრუნავს.

ამჯერად, ცენტრთან არსებული მომღერალ-მგალობელთა ანსამბლი „ამაღლება“ მელიტონ კუხიანიძის სახელობის ქართული ხალხური სიმღერის ფესტივალში მონაწილეობდა. მათი ხელმძღვანელი ლალი კორიფაძე გახლავთ. ანსამბლი ღირსეულად წარდგა აუდიტორიის წინაშე და მსმენელთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალი ეროვნული მასშტაბით ჩატარდა, მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სახელმწიფო აკადემიური ანსამბლები მონაწილეობდნენ.

„ფესტივალის მიზანია ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაცია და მომავალ თაობაში ქართული სიმღერის სიყვარული, შენახვა და გაფრთხილება“,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203