ოზურგეთის N3 საჯარო სკოლას ორი წამყვანი მასწავლებელი შეემატა
29-09-2023

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის ორი მასწავლებელი 2023-2024 სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით შეხვდა. 

მასწავლებლებმა - ნონა ბერაძემ და ანა ანდღულაძემ წამყვანის სტატუსი მოიპოვეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მათი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა. ​

სკოლაში პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.​

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203