„მძიმე დღეა საქართველოსთვის, ჩვენო აფხაზეთო!“ - ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში 1993 წლის 27 სექტემბრის მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს
29-09-2023

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში, 1993 წლის 27 სექტემბრის მოვლენებს ემოციური ღონისძიება მიეძღვნა. 

მოსწავლეების გზავნილი, ჯვართამაღლების დღეს, გულმხურვალე ლოცვით ნათქვამი სიტყვებია:

„აფხაზეთო ჩემო,
ჩემო აფხაზეთო,
ჩემი ზღვა და მიწა,
დამიბრუნე ღმერთო...“.

სკოლაში, დიდი გულისტკივილით ისაუბრეს ამ დღის სიმძიმეზე, მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაეცნენ საქართველოს უახლეს ისტორიაში სისხლიან თარიღს და დასძინეს, რომ ეს თარიღი დღესაც ისეთივე მძიმეა ქვეყნისთვის, როგორც 30 წლის წინ. 

„მძიმე დღეა საქართველოსთვის, ჩვენო აფხაზეთო! „ქვეყნის ტკივილი დაუყუჩავია“, - წერდა ი. ჭავჭავაძე, ან რამ უნდა დააყუჩოს, როცა ამდენი სიცოცხლე და მიწა-წყალი წაგვართვა მტერმა!“, - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203