საჩხერის N1 სკოლის ქართული ენის პედაგოგ ნუნუ გოგოლიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
29-09-2023
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლას მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს.
მათ შორის არის ქართული ენის მასწავლებელი ნუნუ გოგოლიძე, რომელსაც საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. მას სიგელი საზეიმოდ გადაეცა.
სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„მასწავლებელს საზეიმოდ გადაეცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სიგელი - „საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის“ ტიტულის მინიჭებასთან დაკავშირებით. ეს საპატიო ჯილდო ქალბატონი ნუნუ გოგოლიძის ხანგრძლივი, ნაყოფიერი და პროფესიული ინდივიდულიზმით გამორჩეული მოღვაწეობის შედეგია. ვულოცავთ, ქალბატონ ნუნუს, ღირსეულ აღიარებას და ხანგრძლივ, წარატებულ მოღვაწეობას ვუსურვებთ“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს