დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა მოსწავლეთა სასურველი ლიტერატურით გამდიდრდა 
29-09-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეების განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

დირექცია და მასწავლებლები ცდილობენ, რომ მოსწავლეთა ინტერესები სრულად დააკმაყოფილონ. ამის დასტურია ისიც, რომ სკოლის ბიბლიოთეკას დირექციამ მოსწავლეთა შერჩეული ლიტერატურა საჩუქრად გადასცა. წიგნები სხვადასხვა ჟანრისა და შინაარსისაა. 

შედეგად, ახალგაზრდები შეძლებენ რომ მათ გაეცნონ. ამ საჩუქრით მოსწავლეებმა ძალიან გაიხარეს და დირექციას მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203