
ქუთაისის N4 საჯარო სკოლამ ახალი სასწავლო წელი განსხვავებულ რეალობაში დაიწყო. სკოლის შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს, ამიტომ მოსწავლე-მასწავლებლებმა სწავლა ალტერნატიულ ფართში გააგრძელეს.
მიუხედავად ამისა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგებმა თავის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშეწყობა დაისახეს მიზნად.
მასწავლებლებმა და დირექციამ სასწავლო გარემო სადღესასწაულოდ - ბუშტებითა და დეკორაციებით მორთეს, რამაც სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს განწყობა აუმაღლა.
ბავშვებმა ერთმანეთს არდადეგების შთაბეჭდილებები გაუზიარეს და პედაგოგებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
საკლასო ოთახში საზეიმო გარემო იყო შექმნილი, რამაც ეს დღე კიდევ უფრო გაალამაზა.
დირექცია და მასწავლებლები მოსწავლეებს სწავლის დაწყებას ულოცავენ, მათ წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებენ.
„პედაგოგების მიზანია, სკოლაში უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო და თოთოეულმა მოსწავლემ ცოდნასთან ერთად მიიღოს ღირებული ცხოვრებისეული გამოცდილება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: