ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, ველოსადგომი განთავსდა
29-09-2023

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, საინტერესო პროქტები ხორციელდება.

ამეჯრად, მათი წამოწყებით, სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში, სკოლის ეზოში ველოსადგომი დამონტაჟდა.

სასკოლო საზოგადოება და დირექტორი - მაია თავართქილაძე მადლობას უხდიან სამოქალაქო განათლების პროგრამის ხელმძღვანელებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, საცხობ „არტ-ნონას“, სარეკლამო კომპანია - Grg სტუდიასა და თვითმმართველობის წევრებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთ საჭიროებებზე მორგებული გარემოა შექმნილი, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია კი ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203