
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ.
შესაბამისად, ერთ-ერთი პირველი აქტივობა, რომელიც მასწავლებლებმა პატარებს შესთავაზეს ბიბლიოთეკაში სტუმრობა იყო.
სკოლის ანა ბერძენიშვილის სახელობის ბიბლიოთეკა Iა და Iბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლების - ნათია ჯულაყიძისა და ლია სიმონიშვილის ხელმძღვანელობით დაათვალიერეს და ბიბლიოთეკაში ქცევისა და წიგნების მოხმარების წესებს გაეცნენ.
ბიბლიოთეკას მოსწავლეებმა საჩუქრად საბავშვო ლიტერატურა გადასცეს.
სკოლაში ბიბლიოთეკის მასპინძელს მადლობას უხდიან.
„მადლობა, ნანი მასწავლებელს საინტერესო მასპინძლობისთვის, მშობლებს კი თანადგომისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: