ჭითაწყარის საჯარო სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულში აქტიურად ჩაერთო
29-09-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად შეურთდა.

კვირეულის ფარგლებში სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ და მინი ფეხბურთის შეჯიბრი ჩატარდა. 

სხვადასხვა სპორტულ თამაშებში I-IVკლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მინი ფეხბურთის შეჯიბრი კი VIII, I, X და XI კლასების მოსწავლეებისთვის მოეწყო. 

აღსანიშნავია, რომ ჭითაწყარის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტული ცხორვების პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203