
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ამაღლებული განწყობითა და ახალი მიზნებით დაიწყო.
სკოლაში, მონატრებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს დიდი სიყვარულით შეეგებნენ, მათთვის სასკოლო სივრცე ფერადი ბუშტებითა და შთამბეჭდავი დეკორაციებით გააფორმეს, რამაც დღე მეტად დასამახსოვრებელი გახადა.
აღსანიშნავია, რომ პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი ბუკები, პატარები სასკოლო ცხოვრებაში, ხალისიანები და იმედებით აღსავსენი ჩაერთნენ.
სკოლა, სრულიად სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს, მათ წინსვლასა და საერთო საქმეში წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: