
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეების სწავლაში ჩადებული დიდი მონდომება დაფასდა და მათ ოზურგეთის მერიამ ფულადი ჯილდო გადასცა.
წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია ლამაზ გარემოში გაიმართა. ეს დღე ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებით ამაყობენ და მომავალში კიდევ მეტ წარმატებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა და პედაგოგთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: