
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო.
მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, 30 წლის წინ, საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
მოსწავლეებმა, ამ კონფლიქტის დროს მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტებს გაეცნენ, სკოლის დირექტორმა - ნინო მეგენეიშვილმა და ისტორიის პედაგოგმა - მერაბ თოფურიამ, აფხაზეთის ომის შესახებ ისაუბრეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
დღე ემოციური, ინტერაქციული და ინფორმაციული იყო.
იხილეთ ფოტოები: