
დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის კანდიდატებთან ონლაინ შეხვედრა, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე არაერთი საინტერესო თემა განიხილეს.
ისაუბრეს:
1. სკოლის თვითმმართველობის მნიშვნელობაზე;
2. არჩევნების ჩატარების პროცედურაზე;
3. გეიმიფიცირებულ თამაშზე - პროგრამა „ღია თვითმმართველობაზე“;
სკოლაში, მადლობას უხდიან მოსწავლეებს ჩართულობისთვის, მიწვეულ სტუმარს კი - საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის.
„მადლობა საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ბატონ ნუგზარ კოხრეიძეს... მადლობა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჩართულობისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: