
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში, 1993 წლის 27 სექტემბრის მოვლენები გაიხსენეს და საქართველოს მძიმე ჟამზე ისაუბრეს.
ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მოსწავლეებმა, კიდევ ერთხელ გაიხსენეს სოხუმის დაცემის დღე და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, პრეზენტაციები მოაწყვეს, ლექსები წაიკითხეს და შექმნეს: პოსტერები, ნახატები და ვიდეორგოლი.
„30 ტკივილიანი და ცრემლიანი წელი ქართველებისთვის! მძიმე და ემოციური დღე...“, - ასე შეაფასეს უმძიმესი დღე და ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: