ახალციხის N4 სკოლის მეექვსეკლასელთა საინტერესო ექსპერიმენტი და სახალისო ბუნების გაკვეთილი
29-09-2023

ახალციხის N4 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები მოსწავლეებს ექსპერიმენტებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს აქტიურად სთავაზობენ, რადგან ასეთი ტიპის დავალებები მოწაფეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. 

მათ შორის, სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, ნათია ღარიშვილმა მე-6 კლასის მოსწავლეებთან ბუნების გაკვეთილზე მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარა.

გაკვეთილის თემა იყო „წყლის აგრეგატული მდგომარეობა“. 

ცდის და დაკვირვების საფუძველზე  მოსწავლეებმა დაადგინეს, რომ სითხეებს ფორმა არა აქვს და იმ ფორმას იღებენ რომელ ჭურჭელშიც მოვათავსებთ. გაკვეთილი საინტერესო, სახალისო და ნაყოფიერი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203