გომის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი სახალისო აქტივობით დაიწყეს
29-09-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასკოლო ცხოვრება დიდი შემართებითა და მოტივაციით დაიწყეს. 

მათ სასწავლო მოტივაციაზე კი პედაგოგმა, ციალა რომანაძემ იზრუნა და ბავშვებს სახალისო აქტივობა შესთავაზა. 

კლასის დამრიგებელმა - ციალა რომანაძემ, მოსწავლეებს საკლასო ოთახში კონვერტები დაახვედრა, სადაც მათთვის მინიშნებები იყო.

მოსწავლეებმა მინიშნებებში თავი ამოიცნეს, ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი და ამ მხიარული თამაშით, კლასელები უკეთ გაიცნეს.

მოსწავლეებისთვის, აქტივობა სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. პატარებმა სასკოლო ცხოვრება, თამაშ-თამაშით, დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203