ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით კვირეულს შეუერთდნენ
29-09-2023

დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის „მსოფლიო მოქალაქეები“ წევრები კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ კვირეულში ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ კვირეული სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა და მისი მიზანია, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლება. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დაგეგმეს და განახორციელეს რამდენიმე აქტივობა: სკოლის მიმდებარედ, მდინარე ჩხერიმელას მარცხენა სანაპიროზე მოაწყვეს დასუფთავების აქცია; დაამზადეს ბუკლეტები კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით და გაავრცელეს სკოლასა და თემში.

სკოლაში, მოსწავლეებს მადლობას უხდიან აქტიურობისთვის და მათ წარმატებას უსურვებენ. 

„მადლობა , ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებში აქტიური ჩართულობისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203