„აფხაზეთი საქართველოა“ - დოლოგნის საჯარო სკოლაში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა
29-09-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს. 

„აფხაზეთი საქართველოა“ - ეს სიტყვები გასდევდა დოლოგნის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

ღონისძიება მოსწავლეთა თვითმმართველობისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა.

მოსწავლეებმა საქართველოს უახლოესი ისტორიის ამ ტრაგიკულ დღის მოვლენებზე ისაუბრეს.

„მეთერთმეტე კლასის მოსწავლე თიკა საფარიძემ ისაუბრა უძველესი ქართული მიწა - წყლის აფხაზეთის შესახებ, ქართველთა და აფხაზთა მეგობრობაზე, რომელიც რუსი სეპარატისტების ჩართულობით ომში გადაიზარდა, მას შემდეგ კი 30 წელი გავიდა“,-გვიყვებიან სკოლაში. 

მოსწავლეებმა ასევე შეასრულეს აფხაზეთზე შექმნილი სიმღერები, ნახეს ვიდეო - „სოხუმის დაცემა“.

„აფხაზეთი ჩვენი ქვეყნის ნაწილია და მუდამ ასე იქნება“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203