ოქტომბრის საჯარო სკოლაში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, მინი-ლექცია ჩატარდა
29-09-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს. 

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, ოქტომბრის საჯარო სკოლაში სახელმწიფო დროშა დაეშვა. ამ დღესთან დაკავშირებით, საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებელმა ანზორ ბასილაძემ მინი-ლექცია ჩაატარა.

მოსწავლეებმა უახლესი ისტორიის ამ ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს, აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ აფხაზეთი საქართველოა. 

სოხუმის დაცემის დღიდან 30 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203